უკრაინაში საზღვარგარეთიდან 80 000 ადამიანი დაბრუნდა, მათი უმეტესობა მამაკაცია.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა გაავრცელა.
„პატრიოტები, რომლებიც მუშაობდნენ ან დროებით ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, მოდიან უკრაინაში, რათა შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს, სხვა სამხედრო ფორმირებებს და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამემამულეებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.