წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
ამის შესახებ განცხადება ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.
„რუსეთი ბომბავს ხარკოვის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობას. დღეს ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოს, ჭურვი ასევე ქალაქის ცენტრში ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია 7 ადამიანი და დაშავდა 24, რომელთა შორის ერთი ბავშვია"-, განაცხადა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.