კიევში სატელევიზიო ანძის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
"18:00 საათისთვის შევჩენკოვსკის რაიონში კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. სამუშაოები მიმდინარეობს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.