ხარკოვში, რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ავრცელებს.
„ხარკოვში ისინი ახლახან მივიდნენ ქალაქის საავადმყოფოში. დაზარალებულთა რაოდენობა დგინდება“, - განაცხადა ოლექსი არესტოვიჩიმ.
ხარკოვის მერის მოადგილის სვეტლანა გორბუნოვა-რუბანის განცხადებით, რუსული ჭურვები ნოვობარავსკის რაიონში მე-3 საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხვდა.
„ყველა, ვინც იქ ცხოვრობდა, გამოიყვანეს იქიდან. ხალხს სახლი აღარ აქვს. 9 ადამიანი გადაყვანილია სხვა საავადმყოფოში, მივიღებთ.
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ დაშავებულან, არც პაციენტები დაშავებულან. ახლა 9 უსახლკარო პაციენტს 31-ე საავადმყოფოში გადავიყვანთ“, - აცხადებს ის.