კიევის მერის დედაქალაქის მცხოვრებლებს მიმართვას.
ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ვითარება რთულია და მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ კომენდანტის საათს, რომელიც 20 საათიდან ამოქმედდება.
„ჩვენი მდგომარეობა რთულია. მტერი დედაქალაქის გარეუბანშია. ჩვენი შეიარაღებული ძალები გმირულად იბრძვიან ჩვენი მიწისთვის.
ჩვენ ვემზადებით კიევის დასაცავად...დამონტაჟებულია გამშვები პუნქტები.
ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ზედმეტად არ გახვიდეთ გარეთ. იყავით თავშესაფარში განგაშის დროს“, - განაცხადა ვიდეომიმართვაში კლიჩკომ.