მდინარაძემ ოპოზიციას - რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით?

მდინარაძემ ოპოზიციას - რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით?
1-03-2022, 14:24 - 2022
392

რატომ ცდილობთ, ხელისუფლებას ისეთი იარლიყი მიაწებოთ, რომელიც ქვეყანასაც დააზიანებს, რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით?, - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ოპოაიციას.

აღნიშნული მდინარაძე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას ოპოზიციონერების კრიტიკა მოჰყვა, სალომე სამადაშვილმა კი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.

„რატომ ცდილობთ, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას იარლიყი მიაწებოთ, რომელიც საუბედუროდ, ქვეყანასაც დააზიანებს. ამის გაკეთება შეიძლება? რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით, ვინ ხართ საერთოდ, როგორ შეგიძლიათ ასეთ მარაზმში შეყოლა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური, თქვენი მარაზმატიკული და ავადმყოფური მიზნები შეასრულოთ. საიდან მოგაქვთ ეს ნარატივი, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლებას აზიანებდე რუსული იარლიყის მიწებებით. თუ საბრძოლოა, ვიბრძოლოთ, მაგრამ მანამდე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ გახდეს საომარი. თუ შეგიძლიათ გაიგეთ, თუ არ შეგიძლიათ, იმაზე მაინც მიპასუხეთ, რატომ უღალატეთ თქვენს ქვეყანას ორ თვეში ომიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა