ყაველაშვილი ოპოზიციას - ჩვენს და თქვენს შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ...

ყაველაშვილი ოპოზიციას - ჩვენს და თქვენს შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ...

1-03-2022, 14:06 - 2022
698
       

„ჩვენს და თქვენს შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ... მე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ახლა ერთიან აზრზე იმყოფება და ოპოზიცია „ვერ ეღირსება განსხვავება შეიტანოთ“.

„რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ? ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ახლა რომ არის ერთიანი არასდროს ყოფილა და ვერ ეღირსებით განსხვავება შეიტანოთ და რამე დაგვიშავოთ. ზუსტად იმ აზრზე ვართ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის. ამას ავიტანთ, მაგრამ თქვენი საქციელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასცდა და ახლა იქ დაიწყეთ საკუთარი ხელისუფლების დამუნათება. ეს არის თქვენი საქციელი, ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ? ეს არის მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევეცი მე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები