ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუპტატისთვის, მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვს.
„ჩვენ პარლამენტში ამ სხდომას ვერ გავაგრძელებთ, ვიდრე დღის წესრიგში არ დადგება ყაველაშვილისთვის მისი დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხელ ყაველაშვილმა ოპოზიციას მიმართა და განაცხადა შემდეგი: „ჩვენს და თქვენს შორის, ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევ...“.