ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსია უკრაინის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება.
მისი თქმით, ბელორუსის არმიას არ მონაწილეობს რაიმე საომარ მოქმედებებში და ამის საჭიროება არ არსებობს.
"ბელორუსის არმიას არ მიუღია ან არ მონაწილეობს რაიმე საომარ მოქმედებებში. ეს ყველას შეგვიძლია დავუმტკიცოთ. უფრო მეტიც, რუსეთის ხელმძღვანელობას არასოდეს დაუსვამს ჩვენთვის ეს შეკითხვა - შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი მონაწილეობის შესახებ. ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში უკრაინაში. ასეთი საჭიროება არ არსებობს“, განაცხადა ლუკაშენკომ.