უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - მტერმა 5 710 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - მტერმა 5 710 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა
1-03-2022, 12:59 - 2022
634

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ დაკარგა 5 710 ჯარისკაცი, 200 კი ტყვედ ჩავარდა.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა დაკარგა 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 77 საარტილერიო სისტემა, 21 გრადი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 კატერი, 24 MLRS ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 305 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა