ნორვეგია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს გაუგზავნის

ნორვეგია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს გაუგზავნის

1-03-2022, 11:21 - 2022
567
       

ნორვეგიის მთავრობა უკრაინას 2 000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ M72-ს გაუგზავნის. 

როგორც პრემიერმა განმარტა, ნორვეგიას სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე მკაცრი პოლიტიკა აქვს, ის 1950 წლიდან ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს იარაღს არ უგზავნის, თუმცა ამჟამად უკრაინა საგანგებო მდგომარეობის წინაშეა, რის გამოც, ყუმბარმტყორცნების გაგზავნა გადაწყვიტა.

„ნორვეგიას აქვს მკაცრი პოლიტიკა სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე, მაგრამ უკრაინა ამჟამად საგანგებო მდგომარეობის წინაშე დგას“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები