გაერო: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
1-03-2022, 10:11 - 2022
430

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, გაეროს მონაცემებით, უკვე 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.

Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის ოფისმა ჟენევაში ორშაბათს საღამოს, 28 თებერვალს განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 7 ბავშვია. მსხვერპლთა უმეტესობა საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN იტყობინება, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან, დაიღუპა 352 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი, დაშავდა 2040 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 45 ბავშვი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა