კიევის რეგიონში რისეთმა ვეტერანთა სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს ცეცხლი გაუხსნა

კიევის რეგიონში რისეთმა ვეტერანთა სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს ცეცხლი გაუხსნა

1-03-2022, 10:01 - 2022
457
       

კიევის ოლქში, სოფელ ბოროდიანკაში მტერმა უკრაინის ვეტერანთა საქმეთა სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს ცეცხლი გაუხსნა.

უკრაინის ვეტერანთა მინისტრის, იულია ლაპუტინას განცხადებით, ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ძალადობრივი აქტი, რომელიც დაისჯება.

„უკრაინის ვეტერანთა საქმეთა სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრი კიევის ოლქის სოფელ ბოროდიანკაში ცოტა ხნის წინ დაიბომბა“, - განაცხადა იულია ლაპუტინა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევთან ახლოს ჭურვი ადონისის სამშობიაროსაც ესროლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები