კიევთან ახლოს ადონისის სამშობიარო სახლს ჭურვი მოხვდა, - ამის შესახებ „ადონისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიტალი გირინმა Facebook-ზე დაწერა.
გირინის ინფორმაციით, შენობიდან ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
„ჭურვი სამშობიაროში მოხვდა, ზარალი დიდია, მაგრამ შენობა ადგილზეა“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ადონისის კერძო სამშობიარო სახლი სოფელ ბუზოვაში ჟიტომირის გზატკეცილზე კიევთან ახლოს მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა ძალიან ბრძოლები მიმდინარეობს, რადგან მტერი დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან კიევის გადაკეტვას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.