ხარკოვის დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა

ხარკოვის დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა

28-02-2022, 23:12 - 2022
567
       

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა, მათ შორის 3 ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით იუწყება.

„ხარკოვში დასახლებული უბნების დღევანდელმა დაბომბვამ აჩვენა, რომ ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი უკრაინელი ხალხის განადგურების მიზნით. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ! აუცილებლად!”, - განაცხადა ხარკოვის მერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები