რუსებმა ბროვარზე საჰაერო იერიში განახორციელეს, არიან დაჭრილები - ქალაქის მერი

რუსებმა ბროვარზე საჰაერო იერიში განახორციელეს, არიან დაჭრილები - ქალაქის მერი

28-02-2022, 21:27 - 2022
618
       

ბროვარის გარეუბანში, კიევის მიმართულებით საჰაერო იერიში განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბროვარის მერის, იჰორ საპოჟკოს განცხადებით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა კონკრეტული რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

„რამდენიმე წუთის წინ, ბროვარის გარეუბანში განხორციელდა საჰაერო იერიში კიევის მიმართულებით. არიან დაჭრილები“, - განაცხადა იჰორ საპოჟკომ.

მერმა ქალაქის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები