უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა - რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა - რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული

28-02-2022, 21:10 - 2022
3 099
       

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა.

მისი თქმით, მხარეები თავიანთ დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის ბრუნდებიან, რათა ჰქონდეთ გარკვეული შესაძლებლობები გადაწყვეტილებების მისაღებად.

„უკრაინისა და რუსეთის დელეგაციამ დღეს გამართა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მთავარი მიზანი დღეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და საომარი მოქმედებები იყო.

მხარეებმა გამოავლინეს მთელი რიგი პრიორიტეტული თემები, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან ასევე დასძინა, რომ მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში, „რაზეც ამ თემებს ექნება განვითარების კონკრეტული პრაქტიკა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები