„ბაირაქტარით“ კიევთან მტრის Buk გავანადგურეთ - უკრაინის შეიარაღებული ძალები

„ბაირაქტარით“ კიევთან მტრის Buk გავანადგურეთ - უკრაინის შეიარაღებული ძალები

28-02-2022, 20:29 - 2022
1 109
       

კიევის რეგიონში, სოფელ ვანკოვში უკრაინელმა სამხედროებმა „ბაირაქტარის“ დრონები გამოიყენეს და ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო სისტემები გაანადგურეს.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, განადგურებული რუსეთის Buk SAM.

გარდა ამისა, გუშინ ,27 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა „ბაირაქტარის“დახმარებით ჟიტომირის მახლობლად გაანადგურეს ოკუპანტების Buk SAM.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები