რუსეთის ფედერაციის ჯარების შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე მე-5 დღეა მიმდინარეობს.
რუსი ოკუპანტების შეჭრის შედეგად უკრაინაში დღემდე 2 040 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 45 ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნულია, რომ დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვია.