თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებას 1-ელ მარტს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 9-წლიანი სასჯელის ვადა გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, მაგრამ მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.