მტერმა აკრძალული ბომბები ჩამოაგდო - ახტირკის მერი

მტერმა აკრძალული ბომბები ჩამოაგდო - ახტირკის მერი

28-02-2022, 18:15 - 2022
553
       

რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონის ქალაქ ახტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ახტირკის მერმა, პაველ კუზმენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ მტერი საზარელ ომს აწარმოებს.

„მტერი საზარელ ომს აწარმოებს. ვაკუუმური ბომბი კვლავ ჩამოაგდეს ახტირკაზე, ააფეთქეს ტანკები“, - განაცხადა პაველ კუზმენკომ.

მანვე დასძინა, რომ ვაკუუმური ბომბები აკრძალულია ჟენევის კონვენციით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები