უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

28-02-2022, 17:56 - 2022
1 986
       

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლობებს შორის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის  შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის დიალოგი რამდენიმე საათის განმავლობაში, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, მდინარე პრიპიატთან მიმდინარეობდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები