სამხრეთ ხარკოვის ოლქის მერი, მისი მოადგილე და კიდევ რამდენიმე პირი ღალატის მუხლით დააკავეს

სამხრეთ ხარკოვის ოლქის მერი, მისი მოადგილე და კიდევ რამდენიმე პირი ღალატის მუხლით დააკავეს

28-02-2022, 17:22 - 2022
1 770
       

სამხრეთ ხარკოვის ოლქის მერი, მისი მოადგილე, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსი და უბნის ინსპექტორი ღალატის მუხლით დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეჰ სინეგუბოვი Facebook-ზე ავრცელებს.

დაკვებულპირებს შორისაა რეგიონის კიდევ ერთი ქალაქის, კუპიანსკის მერი, რომელიც რუს ოკუპანტებს ქალაქში ძალაუფლების გადაცემაზე შეუთანხმდა. 

საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მერი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, ხელისუფლების წარმომადგენელი პირის მიერ და ქვეყნის ღალატში.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები