რა პოზიცია აქვს ncdc-ის სკოლების დახურვა-არ დახურვასთან დაკავშირებით

რა პოზიცია აქვს ncdc-ის სკოლების დახურვა-არ დახურვასთან დაკავშირებით

1-02-2022, 14:33 - 2022
4 449
       

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იქამდე, ვიდრე ეპიდვითარება მართვადია, სკოლები არ დაიხურება.

როგორც გამყრელიძე ამბობს, სლოგანი, რომ „სკოლები უნდა გაიხსნა პირველი და დაიხუროს ბოლოს“, კვლავ ძალაშია. მანვე ისაუბრა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ პროცენტულად მონაცემები გაზრდილი არ არის.

„არ არის ძალიან გაზრდილი ბავშვებში ინფიცირებისა. აბსოლუტურ რიცხვში არის გაზრდილი გეთანხმებით, მაგრამ პროცენტულად, წილობრივად ინფიცირება გაზრდილი არ არის. იგივე მასწავლებლებში ინფიცირება წილობრივად არ არის გაზრდილი. გვაქვს ეს მონაცემები. იცით ეს მთავარი სლოგანი, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები, რომ სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს პანდემიების პერიოდში, როცა შეზღუდვები წესდება და უნდა გაიხსნეს პირველი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდისგან ეს სლოგანი არის მოწოდებული. სანამ სიტუაცია მართვადია და გიდასტურებთ რომ მართვადია, სკოლები არ დაიხურება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები