უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.
მისი თქმით, იმ პირების რაოდენობა, რომელიც საკუთარი ნებით აიცრა, ქვეყანაში 42%-ს შეადგენს. ღიბრაძის განმარტებით, აცრასთან მიმართებით ამავე მიდგომას გააგრძელებენ.
„თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. ამიტომ, ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42% უკავშირდება არ ვაქცინაციის ვალდებულებას, არამედ მოსახლეობის სურვილს, რომ აიცრას. ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, შესაბამისად, აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებ. მწვანე პასპორტის გაუქმების ვალდებულება განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.