დონეცკის რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილებად მარიუპოლი და ვოლნოვახა რჩება

დონეცკის რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილებად მარიუპოლი და ვოლნოვახა რჩება

28-02-2022, 14:01 - 2022
636
       

დონეცკის რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილებად მარიუპოლი და ვოლნოვახა რჩება, - ამის შესახებ განცხადება დონეცკის რეგიონული სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, პავლო კირილენკომ გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მწვანე დერეფნის უზრუნველყოფა მოსახლეობის დასახმარებლად.

„დილის მდგომარეობით, დონეცკის რეგიონში ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება მარიუპოლი და ვოლნოვახა, სამხედროების თქმით, ამ ქალაქებისთვის ბრძოლები მიმდინარეობს.

ვმუშაობ მწვანე დერეფნის უზრუნველყოფაზე ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების, საკვების, წყლის მიწოდების, ასევე მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, - განაცხადა პავლო კირილენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები