ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო თავშესაფრების წინააღმდეგ აკრძალულ კასეტურ ბომბებს იყენებს.
ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ 25 თებერვალს რუსულმა ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში საბავშვო ბაღს, რომელსაც სამოქალაქო პირები თავშესაფრად იყენებდნენ, კასეტური ბომბი ესროლეს.
თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვი. ორგანიზაცია წერს, რომ რუსეთს დასახლებულ პუნქტებში კასეტური იარაღი ამ დრომდეც არაერთხელ გამოყენებია.