ბელარუსი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას შეუერთდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ბელარუსის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი შესაძლოა, დღეს გადადგას.
„აშკარაა, რომ მინსკი ახლა კრემლის გაგრძელებაა“, - განუცხადა წყარომ The Washington Post-ს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსმა რუსულ ჯარებს მის ტერიტორიაზე თავმოყრის და უკრაინაში ბელარუსიდან შეჭრის ნება დართო.