კრემლის ბრძანებით, 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი მოქმედებს კიევში პრეზიდენტ ზელენსკის მოსაკლავად, - ამის შესახებ The Times წერს.
მედიის ცნობით, ვაგნერის დაჯგუფება უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის მოკვლის მისიით 5 კვირის წინ აფრიკიდან უკრაინის მიმართულებით გაემგზავრა.
The Times წერს, რომ მათი მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ შაბათს შეიტყო და რამდენიმე საათის შემდეგ კიევმა გამოაცხადა 36-საათიანი „მძიმე“ კომენდანტის საათი რუსი დივერსანტებისგან ქალაქის გასაწმენდად და გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ისინი კრემლის აგენტებად მიიჩნიოდნენ.