პენტაგონმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას შეუძლოა „საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები დაიცვას“.
"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები და ეს მოიცავს სტრატეგიულ შეკავებას", - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
მედია იუწყება, რომ "აშშ-ის ოფიციალურ პირებს ეჭვი არ ეპარებათ ცნობებში იმის შესახებ, რომ პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალები მაღალ მზადყოფნაში მოაქცია".
უკრაკნული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა.
”ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ამ ცნობების სისწორეში”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ პუტინის ასეთი ნაბიჯი საჭირო არ არის, რადგან ნატო არასოდეს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის.