27 თებერვალს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ზელენსკიმ ჯონსონს უთხრა, რომ მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.
ზელენსკიმ ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერზე“ აქვეყნებს და წერს, რომ აგრესორის წინააღმდეგ ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებაშია.
„მე ვესაუბრე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს და პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას უსაფრთხოების მიმდინარე ვითარების შესახებ“, - წერს ზელენსკი.