ირპინთან ახლოს, უკრაინელებმა მტერს თავდასხმის საშუალება არ მისცეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, განადგურებულია რუსების სამხედრო ტექნიკა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპანტის მიერ ქალაქ ირპინის აღების მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი აღმოჩნდა და უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ახალი ტექნიკა გაანადგურეს.