კიევის მერი - კიევიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ შეგვიძლია

კიევის მერი - კიევიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ შეგვიძლია

28-02-2022, 00:33 - 2022
826
       

„ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველა გზა გადაკეტილია, პრაქტიკულად ალყაში ვართ“, - ასე უპასუხა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ Associated Press-ის კითხვას, აპირებდა თუ არა ხელისუფლება კიევიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირებას. 
 
კლიჩკოს თქმით, ამ დრომდე კიევში ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია.
 
ჩვენ ვნადირობთ რუს სამხედროებზე და ბევრად გაგვიადვილდება, თუ ქუჩაში არავინ იქნება. 
მართალი რომ გითხრათ, ჩვენ არ გვაქვს 100%-იანი კონტროლი, ტერიტორიული დაცვა მოკლე დროში ავაშენეთ, მაგრამ უკრაინელები პატრიოტი ხალხია. 
ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დაცვაა
“, - განაცხადა კიევის მერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები