შვედეთი უკრაინას 5 000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს გადასცემს, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.
დახმარებას შორისაა 5 000 Pansarskott, 86 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 5 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტები და 5 000 ჩაფხუტი.
„ჩემი პირველი და ბოლო კითხვა როგორც პრემიერ-მინისტრი არის ის, რაც საუკეთესოდ ემსახურება შვედეთისა და შვედეთის ხალხის უსაფრთხოებას. ჩემი დასკვნა არის ის, რომ ჩვენს უსაფრთხოებას საუკეთესოდ ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა მხარს ვუჭერთ უკრაინის უნარს, დაიცვას თავი რუსეთისგან“, - თქვა ანდერსონმა.