რუსეთის საოკუპაციო ჯარები ბერდიანსკში შევიდნენ - ადგილობრივი მედია

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ბერდიანსკში შევიდნენ - ადგილობრივი მედია

27-02-2022, 23:16 - 2022
762
       

რუსეთის საოკუპაციო ჯარები ბერდიანსკში შევიდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, რუსული ტექნიკა მუდმივად იცვლის მდებარეობას. მედიის ინფორმაციით, მოსახლეობა აცხადებს, რომ ოკუპანტები სასურსათო მაღაზიებს ძარცვავენ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებს საწვავი ეწურება და ეძებენ ადგილს, სადაც საწვავის შევსებას შეძლებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები