უკრაინა ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებების შედეგად, უკრაინაში სულ 16 ბავშვი დაიღუპა.
„ომის მეოთხე დღეა... დაჭრილებს მთელი საათის განმავლობაში ოპერაციებს ვუკეთებ. სიცოცხლეს ვიხსნით! ბავშვებსაც ვუკეთებთ ოპერაციას, სამწუხაროდ, 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს არის ის შედეგები, რასაც აკეთებს რუსული არმია, რომელსაც არმია არ შეიძლება ეწოდოს, რადგან არმია არ ესვრის ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, არამედ ტერორისტებს. და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არ არის ჯარი, ისინი არიან ტერორისტები“, - განაცხადა მინისტრმა.