პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა

პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა

27-02-2022, 22:28 - 2022
644
       

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.

მისი თქმით, „დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ“. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არალეგიტიმურ სანქციებს ახორციელებენ.

„ნატო-ს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმში“, – თქვა პუტინმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები