ევროკავშირი აპირებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რაც გაერთიანების ისტორიაში პირველი ასეთი ნაბიჯია.
ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის ახლა „წყალგამყოფი მომენტია“.
მანვე განაცხადა, რომ რუსეთისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე სრულად დაიხურა. შეზღუდვა შეეხება როგორც რუსულ თვითმფრინავებს, ასევე რუსეთთან კავშირში მყოფ, რუსეთში წარმოებულ თვითმფრინავებს. მათ შორის შეზღუდვა კერძო თვითმფრინავებზეც გავრცელდება.