დიმიტრი კულება მოლაპარაკებებზე: კაპიტულაცია არ იქნება

დიმიტრი კულება მოლაპარაკებებზე: კაპიტულაცია არ იქნება

27-02-2022, 21:10 - 2022
939
       

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე დათმობას არ აპირებს და კაპიტულაცია არ იქნება.

მანვე განმარტა, რომ ბელარუსი როგორც არასდროს ახლოსაა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართველად და მოლაპარაკებებზე მიდიან იმიტომ, რომ ჩრდილოეთ საზღვრები მაქსიმალურად დაიცვან.

„დღეს ჩვენ ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს ბელარუსის შეიარაღებული ძალების ომში შესვლასთან. და სწორედ ამის გამო ისაუბრეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ და პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჩრდილოეთი საზღვარი და მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები. მოდი იქიდან“, - განაცხადა დიმიტრი კულებამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები