რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

27-02-2022, 19:19 - 2022
733
       

ჩერნიგოვში, ქალაქის ცენტრზე, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ ჩერნიგოვის საკრებულოს მდივანმა, ალექსანდრე ლომაკომ განაცხადა.

მისი თქმით, მტერი ჩერნიგოვის საკრებულოს უმიზნებდა.

„ეს არის თავდასხმა ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - განაცხადა მან.

Unian-ის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ვლადისლავ სავენოკმა აღნიშნა, რომ ასეთი ძალის დაბომბვა პირველად იყო.

„მსგავსი და ძლიერი არაფერი მსმენია ცხოვრებაში“, - წერს ის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები