უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, რომ რუსეთის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა მარკით „V“ კიევისკენ მიემართება.
ადგილობრივი მედია UNIAN-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ამის შესახებ დენისენკომ რადას არხის ეთერში განაცხადა. დენისეკნოს თქმით, იციან სად მიდის მტერი და მზად არიან.
„ამჟამად მთავარი პრობლემა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქ კიევზე, არის ის, რომ ჯავშანტექნიკის საკმაოდ დიდი კოლონა, რომელიც მონიშნულია „V“-ით, მიემართება ქალაქ კიევისკენ, მაგრამ, ვფიქრობ, ვიცით სად არიან ისინი. მიდიან, ვიცით სად მოდიან და მზად ვართ მათთვის“, - განაცხადა დენისენკომ.