ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ცოტა ხნის წინ ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ამ წუთებში ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები ქუთაისის მერიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ უკრაინისა და საქართველოს დროშები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიასთან მიდიან იმიტომ, რომ დაანახონ ქუთაისის მერს, რას ნიშნავს სოლიდარობა, მეგობრობა და თანადგომა მეგობარი ქვეყნის მიმართ.