იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად 110-მილიონ ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფს. I told my colleague @DmytroKuleba that I have just signed a resolution for the immediate disbursement of 110 million euros to the government of Kiev, as a concrete expression of Italy’s solidarity and support for a people with whom we have a fraternal relationship.
როგორც დი მაიომ Twitter-ზე დაწერა, უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.
„მე ვუთხარი ჩემს კოლეგას დიმიტრი კულებას, რომ ხელი მოვაწერე რეზოლუციას კიევის მთავრობისთვის 110 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გადახდის შესახებ, როგორც იტალიის სოლიდარობისა და მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება იმ ხალხისთვის, ვისთანაც ჩვენ ძმური ურთიერთობა გვაქვს“, - წერს დი მაიომ Twitter-ზე.