ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დაურეკა და შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთს ბელარუსის საზღვართან, მდინარე პრიპიატთან შეხვდება.
„პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული დელეგაცია რუსულს შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედიის ცნობით, ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრებს, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.