უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნიგოვის რაიონში, პრილუკისთან რუსი დამპყრობლების ტანკები პერსონალთან ერთად გაანადგურეს.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციი, ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“ აცხადებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების შედეგად, პრილუკის დასახლების მიდამოში, გაანადგურა რუსული არმიის ტანკი პერსონალთან ერთად“, - აცხადებს ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“.