პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მისი თქმით, აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.
„ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.