რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული ხომალდი ეკიპაჟთან ერთად დააკავეს.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს.
„შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რუსეთის საზღვაო ძალების გემებმა დაიპყრეს კიდევ ორი სამოქალაქო უკრაინული ხომალდი“, - განაცხადეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.