ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია! - სინეგუბოვი

ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია! - სინეგუბოვი

27-02-2022, 16:13 - 2022
716
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე კონტროლი მთლიანად დაიბრუნეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, „მტერი აბსოლუტურად დემორალიზებულია“.

„პირდაპირ ხარკოვში, შუა გზაზე მტრის ტექნიკის დატოვების შემდეგ, 5-10-კაციანი ჯგუფი ნებდება უკრაინის ჯარს. როგორც კი დაინახავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ წარმომადგენელს, ისინი ნებდებიან“, - წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები