სუმის რეგიონში რუსეთმა მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა

სუმის რეგიონში რუსეთმა მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა

27-02-2022, 15:37 - 2022
808
       

სუმის რაიონში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსი, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, - ამის შესახებ სუმის რეგიონული სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დიმიტრი ჟივიცკი Telegram-ზე წერს.

მისი თქმით, ადგილამდე მისასვლელი გზა დანაღმულია, რის გამოც, სასწრაფო დასახმარებლად მისვლას ვერ ახერხებს.

„ჩუპახივკასა და დოვჟიკს შორის, ახტირსკის რაიონში, რუსულმა ტანკებმა ხელში ჩაიგდეს ავტობუსი მშვიდობიანი მოქალაქეებით. სასწრაფო დახმარების მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ. მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია“, - განაცხადა დიმიტრი ჟივიცკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები