რუსული ტანკები ქალაქ ირპინის ტერიტორიაზე შევიდნენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების ქალაქიდან განდევნეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ირპინის მერზე, ალექსანდრე მარკუშინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს ირპინს 100%-ით ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ირპინის მერმა.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, მარკუშინმა ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.